აფხაზეთში ორი ადამიანი ავტომობილში ჩაცხრილეს (ფოტო,ვიდეო +18)

აფხაზეთში, ორი ადამიანი, პაველ არძინბა და დმიტრი ხაგბა მერსედეს ბენცის მარკის ავტომობილში ჩაცხრილეს. პაველ არძინბა, დე ფაქტო აფხაზეთის მესამე პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის მკვლელობის მცდელობის და მისი დაცვის ორი თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს. 2017 წლის 26 სექტემბერს არძინბა აფხაზეთის ე.წ. პროკურატურაში დაკითხვაზე თავისი ნებით გამოცხადდა, სადაც იგი დააკავეს და დაკითხეს, თუმცა მოგვიანებით სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.