ანუკი არეშიძის სექსუალურმა კაბამ აღფრთოვანება დაიმსახურა

 მბზინავი, ტანზე მომდგარი, სექსუალური კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები – ანუკი არეშიძემ სოციალური ქსელების მომხმარებლები აღაფრთოვანა.თბილისის მერის ცოლმა “ინსტაგრამზე” ფოტოები განათავსა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

დიზაინერის იმიჯი არამხოლოდ  ქართული სოციალური ქსელების, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. წამყვანი გამოცემები მას მსოფლიო პოლიტიკოსების ყველაზე მოდური ცოლების გვერდით ასახელებენ.