აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა

Crime Scene

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სროლების და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.  სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი. ადგილობრივების შიშობენ, რომ შესაძლოა აფეთქებების შედეგად ჩამონგრევა მოხდეს. სპეცოპერაცია კი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ამ დრომდე გრძელდება. პერიოდულად ისმის სროლისა და აფეთქების ხმა. სხვა დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.